![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2019/01/578116-ed-shiran-negira-deka-ja-ukral-pesnata-the-rest-of-our-life.jpg)
ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ, მომღერალი ედ შირანის თხოვნაზე უარი განაცხადა, რომ არ მიიღოს მის წინააღმდეგ წაყენებული საჩივარი. ედ შირანს მარვინ გეის სიმღერა Let’s Get It On-ის პლაგიატში სდებენ ბრალს.
საჩივარში წერია, რომ შირანმა მარვინ გეის სიმღერიდან “აიღო რიტმი, მელოდია, ბას გიტარის ხმა, ტემპი, სინქრონი და დოლი” და ის მის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სიმღერაში „Thinking Out Loud“-ში გამოიყენა.
მომღერლის ადვოკატები ბრალდებას უარყოფენ. საჩივარი კომპანია „Structured Asset Sales“-მა შეიტანა, რომელიც მარვინ გეის შემოქმედებაზე გარკვეულ უფლებებს ფლობს.