კულტურამოზაიკა

ედ შირანს მარვინ გეის სიმღერა „Let’s Get It On“-ის პლაგიატში სდებენ ბრალს.

 

ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ, მომღერალი ედ შირანის თხოვნაზე უარი განაცხადა, რომ არ მიიღოს მის წინააღმდეგ წაყენებული საჩივარი. ედ შირანს მარვინ გეის სიმღერა Let’s Get It On-ის პლაგიატში სდებენ ბრალს.

საჩივარში წერია, რომ შირანმა მარვინ გეის სიმღერიდან “აიღო რიტმი, მელოდია, ბას გიტარის ხმა, ტემპი, სინქრონი და დოლი” და ის მის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სიმღერაში „Thinking Out Loud“-ში გამოიყენა.

მომღერლის ადვოკატები ბრალდებას უარყოფენ. საჩივარი კომპანია „Structured Asset Sales“-მა შეიტანა, რომელიც მარვინ გეის შემოქმედებაზე გარკვეულ უფლებებს ფლობს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button