სპორტი

ედენ აზარი ჩელსიში დაბრუნებას გეგმავს. კარიერა რეალში არ გამოუვიდა

მადრიდის რეალის ბელგიელი თავდამსხმელი ედენ აზარი თავის ძველ გუნდში, ლონდონის ჩელსიში აპირებს დაბრუნებას.

ირკვევა, რომ ბრიტანულ გრანდსა და ფლორენტინო პერესს შორის ამ საკითხზე მოლაპარაკებები უკვე დაწყვებულია.

ცნობისთვის, 30 წლის აზარი „სამეფო კლუბმა“ 2019 წელს 115 მილიონ ევროდ შეიძინა. კონტრაქტი კი 2024 წლამდე გაუფორმა.

იქამდე, ედენ აზარმა კარიერის 7 წელი არისტოკრატებში გაატარა. ამ დროის განმავლობაში ტრავმების გამო მას 18 თამაში გაუცდა.

იგივე დაემართა რეალშიც: 2 წელიწადში ბელგიელმა ფორვარდმა 57 შეხვედრა გამოტოვა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში მან მონაწილეობა ლა ლიგის 7 მატჩში მიიღო და 1 გოლი გაიტანა, ჩემპიონთა ლიგაში კი მხოლოდ ერთადერთხელ ითამაშა.

მსგავსი პოსტები

Back to top button