სპორტი

ედისონ კავანი ოცნების ასრულებას გეგმავს და ბარსელონაში თამაშს აპირებს

34 წლის ურუგვაელი ფეხბურთელი ედისონ კავანი სეზონის ბოლოს ინგლისიდან წასვლას აპირებს.

მანჩესტერ-იუნაიტედში კავანი უკვე 2 წელია თამაშობს და სეზონის დასრულებისთანავე თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს.

ურუგვაელის ევროპული კარიერა პალერმოში დაიწყო და “წითელ ეშმაკუნებში” პარი სენ-ჟერმენიდან გადავიდა.

შემტევი არასდროს მალავდა რომ ბარსელონაში თამაში სურდა.ახლა კი ნამდვილად დადგა ის დრო,როცა ფეხბურთელმა ოცნება უნდა აისრულოს.

ფაქტია,რომ კატალონიურ გრანდს ამ ეტაპზე ფინანსური ჩავარდნა აქვს და მიმდინარე სეზონის ბოლოს,როცა მასში თანხის გადახდა აღარ მოუწევს,- თავადვე გეგმავს ნახევარმცველთან მოლაპარაკებების დაწყებას.

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ- იუნაიტედის მაისურით ურუგვაელ ფეხბურთელს 18 გოლი აქვს გატანილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button