მნიშვნელოვანისაქართველო
Edison Research: ოცნება – 38%, ენმ – 15%, ევროპული საქართველო – 6%, გადაუწყვეტელი – 23%
Edison Research-ის კვლევის შედეგებით, პასუხები კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები რომ დღეს ჩატარდეს, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:
ქართული ოცნება – 38%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია – 15%
ევროპული საქართველო – 6%
23% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემდა ხმას.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.
კვლევა 25 აგვისტო – 7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2850 ადამიანი. შედეგების ცდომილება + – 2.0%-ია.