მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ეგვიპტემ ღაზის სექტორიდან ლტოლვილებისთვის დერეფნის გახსნაზე უარი თქვა

ეგვიპტემ უარი თქვა ღაზის სექტორიდან ლტოლვილებისთვის დერეფნის გახსნაზე, მაგრამ განიხილა მისი საზღვრის გასწვრივ რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. ამის შესახებ Reuters-ი ეგვიპტის უსაფრთხოების სამსახურების ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

მანამდე შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ასეთი დერეფნის იდეა განიხილეს ისრაელთან და ეგვიპტესთან ერთად. მის გახსნას ითხოვდნენ ჰუმანიტარული ორგანიზაციები და ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები.

კაირო, რომელიც აქტიური შუამავალია ისრაელსა და პალესტინელებს შორის, ყოველთვის ემხრობა, რომ ორივე მხარემ კონფლიქტები გადაწყვიტოს თავიანთ საზღვრებში. ეგვიპტის თანახმად, ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც პალესტინელებს შეუძლიათ უზრუნველყონ თავიანთი სახელმწიფოებრიობის უფლება.

ოთხშაბათს, 11 ოქტომბერს, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ “ღაზას უნდა მიეწოდოს სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტების – საწვავის, საკვებისა და წყლის მარაგები“. „როიტერის“ წყაროების თანახმად, ჰუმანიტარული დერეფნის იდეა “გეოგრაფიულად შეზღუდული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ფარგლებში” განიხილეს ეგვიპტის, შეერთებული შტატების, კატარისა და თურქეთის მოლაპარაკებებზე. მოგვიანებით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ დახმარების მიწოდებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რა სახის დახმარება ჰქონდა მხედველობაში.

ღაზის სექტორში ორ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. გაეროს მონაცემებით, 12 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, თითქმის 339 ათასი ადამიანი გახდა იძულებული დაეტოვებინა სახლები – მათი უმეტესობა თავს სკოლებს აფარებს.

ისრაელის ენერგეტიკის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, მძევლების გათავისუფლებამდე, ღაზის სექტორს ელექტროენერგია, წყალი და საწვავი არ მიეწოდება, – ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„არცერთი ელექტროჩამრთველი არ ჩაირთვება, წყლის არცერთი ტუმბო არ გაიხსნება და საწვავით დატვირთული არცერთი ავტომობილი არ შევა ღაზაში, ვიდრე გატაცებულები არ გათავისუფლდებიან“, – დაწერა უწყების ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში.

ღაზისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ისრაელმა „ჰამასის“ თავდასხმების შემდეგ შეწყვიტა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, იდენტიფიცირებულია ჰამასის თავდასხმის დროს მძევლად აყვანილი 97 ადამიანი, რომლებიც ტერორისტებს ღაზას სექტორში ჰყავთ დატყვევებული.

ჰამასი აცხადებს, რომ 130 მძევალი ჰყავს, ზოგიერთი ცნობით, კი სულ მცირე 200 პირია გატაცებული.

ისრაელი მათ გათავისუფლებამდე ბლოკადაში მოქცეული ღაზას სექტორისთვის ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების აღდგენას არ აპირებს.

შეგახსენებთ, ტერორისტების მოულოდნელად 7 ოქტომბერს დაესხნენ თავს ისრაელს და მძევლების დიდი ნაწილიც სწორედ მაშინ აიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მშვიდობიანი მოსახლეობის გარდა, ტერორისტებს დატყვევებული ჰყავთ სამხედროებიც.

მსგავსი პოსტები

Back to top button