ეგვიპტეში 11 ბრალდებულს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს
პორტ–საიდის სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა 11 ადამიანს, რომლებიც 2012წლის თებერვალში, “ალ–აჰლისა” და “ალ–მასრის” შეხვედრის დროს სტადიონზე მომხდარი უწესრიგობის საქმეში ბრალდებულები იყვნენ.
მაშინ სტადიონზე მყოფ გულშემატკივართა დაპირისპირებას 74 ადამიანი შეეწირა, 250-მდე კი დაშავდა.
სისხლის სამართლის საქმე სულ 73 ადამიანზე აღიძრა, მათ შორის, “ალ–მასრის” ფან–კლუბისწევრებზე, პოლიციელებსა და საფეხბურთო კლუბის ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე.
2013 წლის მარტში ეგვიპტის სასამართლოს პირველმა ინსტანციამ 21 ბრალდებულს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. 9 ივნისს გამართულ სხდომაზე კი საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანეს: 20 პირი გამართლდა, 39-ს 5-იდან 15 წლამდე პატიმრობა მიესაჯა, 11-ს კი სიკვდილით დასჯიან.