ეგვიპტეში 2 ბომბი ააფეთქეს: 1 ადამიანი დაიღუპა [Photo]

ეგვიპტის ქალაქ ელ-არიშში, რომელიც სინას ნახევარკუნძულის ჩრდილოეთითაა განლაგებული, 2 აფეთქება მოხდა. წინასწარი მონაცემებით, 1 ადამიანი დაიღუპა, – იუწყება ადგილობრივი სააგენტო Alalam-ი.

აფეთქება სასტუმროსთან მოხდა, სადაც დამკვირვებლები იმყოფებოდნენ და ადგილობრივ საპარლამენტო არჩევნების კანონიერებას თვალს ადევნებდნენ.

ეგვიპტური პრესის მონაცემებით, დანაღმულ ავტომანქანაში, რომელიც სასტუმროს წინ იდგა, ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული.

ზოგიერთი ეგვიპტური ტელეარხი გადმოსცემს, რომ მხოლოდ ერთი აფეთქება მოხდა. მიმდინარეობს გამოძიება.

ქალაქი ელ-არიში ჩრდილოეთ სინაის პროვინციულ ცენტრად ითვლება და იმ ადგილიდან, სადაც რუსულმა სამგზავრო ლაინერმა კატასტროფა განიცადა, 100 კილომეტრშია განლაგებული.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”23725″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button