მნიშვნელოვანიმოზაიკასაქართველო

Miha hamodi – “ქართული ოცნება” სააკაშვილის ვიდეომიმართვას ეხმაურება

“Miha hamodiii” — ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ქვეყანაში დაბრუნების პირობა ვიდეომიმართვით გაავრცელა.

“ქართული ოცნების” ოფიციალურმა გვერდმა სააკაშვილის ვიდეომიმართვა გადააზიარა. 

ირონიული პოსტი “ქართული ოცნების” ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

სააკაშვილის საპასუხოდ ირონიული განცხადებებით დღეს მმართველი პარტიის ლიდერებიც გამოირჩეოდნენ.

მოუსმინეთ “ქართული ოცნების” წევრების ხმებს, დღეს მედიასთან განცხადებები კახა კალაძემ, თეა წულუკიანმა, გიორგი ვოლსკიმ, ნათია თურნავამ და სხვებმა გააკეთეს.

მათი თქმით,სააკაშვილს ქვეყანაში შესვლისთანავე დააკავებენ.

 

მე ვბრუნდები – მიხეილ სააკაშვილი ვიდეოს ავრცელებს

მსგავსი პოსტები

Back to top button