ეგვიპტეში სასამართლომ 3 წლის ბიჭს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა[Photo]
კაიროს სამხედრო ტრიბუნალმა 116 მსჯავრდებულს, 2014 წლის არეულობაში მონაწილეობის მიღებისთავის, განაჩენი გამოუტანა. საქმის ყველა მონაწილეს სამუდამო პატიმრობა შეეფარდა. მაგრამ საზოგადოების აღშფოთება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ მსჯავრდებულთა შორის 3 წლის ბიჭი ფიგურირებს, რომელსაც რამდენიმე თვეში 4 წელი უნდა შეუსრულდეს, – იუწყება გამოცემა The Middle East Monitor.
საბრალდებო დასკვნაში 33-ე ნომრად ბავშვი – აჰმედ მანსურ კარნი ირიცხება. მისი ადვოკატი, რამადან ფარჰათი აცხადებს, რომ არეულობის დროს პატარა მსჯავრდებული სულ 1,5 წლის იყო.
დამცველის თქმით, საბრალდებო დასკვნის მომზადების დროს მან უსაფრთხოების სამსახურს ბავშვის დაბადების მოწმობა მიაწოდა, თუმცა იქ საბუთები არ მიიღეს და საქმე სასამართლოს მაინც გადაეცა. როგორც ფარჰათი აღნიშნავს, აჰმედ მანსურ კარნი 2012 წლის სექტემბერში დაიბადა.
მსგავსი ინციდენტი 2014 წელს ინდოეთშიც მოხდა. ინდოელი სამართალდამცველები სისხლის სამართლის პასუხისგებაში 3 წლის გოგოს მიცემას აპირებდნენ, რომელიც იარაღის უკანონო ტარებასა და ძარცვის ფაქტზე იყო ეჭვმიტანილი. პოლიციელების ამგვარ ქმედებას საფუძვლად განცხადება დაედო, რომლითაც თანასოფლელებმა პატარა ბავშვის წინააღმდეგ ადგილობრივ პოლიციას მიმართეს. როცა სამართალდამცველები მცირეწლოვანი ბავშვის დასაპატიმრებლად მის სახლში მივიდნენ, მშობლემბა მათ გოგონა ანახეს და დაარწმუნეს, რომ ადგილი ცილისწამებას ჰქონდა. ამის შემდეგ პოლიციელებმა საკუთარ განზრახვაზე უარი თქვეს და სახლის ტერიტორია დატოვეს.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”29778″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]