ეგვიპტის ექს-პრეზიდენტს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს [Video]

ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტ მოჰამედ მურსის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. განაჩენის აღსრულებამდე, სასამართლო ეგვიპტის დიდი მუფთის ოფიციალურ პოზიციას ელოდება.

პრეზიდენტს ბრალი 2011 წელს კაიროს ციხეზე თავდასხმის ორგანიზებაში ედება, რომლის დროსაც ციხიდან თვითონ მუსრი და «მუსლიმი-ძმების» რამდენიმე წარმომადგენელი იყო გამოშვებული.

ეგვიპტის სასამართლომ მურსისა და ”მუსლიმთა საძმოს” 106 მხარდამჭერს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა; აღნიშნული ფაქტი 2011 წელს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

შეგახსენებთ: ეგვიპტის დემოკრატიული გზით არჩეული პრეზიდენტი მუჰამედ მურსი არმიის მაშინდელმა ხელმძღვანელმა აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ (ეგვიპტის აჟამინდელი პრეზიდენტი) 2013 წლის ზაფხულში, ძალით ჩამოაშორა ხელისუფლებას. ამის შემდეგ ქვეყანაში „მუსლიმთა საძმო“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა და აიკრძალა მისი საქმიანობა. აღნიშნულს კი დაჯგუფების ასობით წევრის დაპატიმრება მოჰყვა.

მას შემდეგ რაც მურსის და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი ცნობილი გახდა, „მუსლიმთა საძმომ“ საკუთარ მხარდამჭერებს აქტიური მოქმედებებისაკენ მოუწოდა მანამ, სანამ ხუნტის უკანონო სამხედრო რეჟიმს არ დაამხობენ.

ეგვიპტის ყოფილმა მინისტრმა ამრ დარაგმა მურსის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს ეგვიპტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე უწოდა. აღნიშნული ფაქტი საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია „Amnesty International“- მაც დაგმო, რომლის განცხადებითაც, მოქმედი ხელისუფლება სიკვდილით დასჯის განაჩენს პოლიტიკური ოპოზიციის თავიდან მოსაშორებლად იყენებს.

ეგვიპტის სასამართლოს გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა პირველი შედეგები. განაჩენის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში ეგვიპტეში სამი მოსამართლე და სამი პროკურორი მოკლეს, რამდენიმე სასამართლო შენობა კი დაარბიეს.

ეგვიპტეში მასობრივი არეულობა დაიწყო. მურსის მომხრეები ამბობენ, რომ მის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული. თვითიონ პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ არ აღიარებს სასამართლოს, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო.

მსგავსი პოსტები

Back to top button