ეგვიპტის სანაპიროზე ბაზილოზავრი აღმოაჩინეს [Video]
ვადი-ალ-ჰიტანში, რაც ეგვიპტურად ვეშაპების ველს ნიშნავს, ბაზილოზავრის ჩონჩხი აღმოაჩინეს. ტერიტორიაზე უზარმაზარი ლოდებია, რომლებიც წყალში მობინადრე უძველესი არსებების ნაშთებს ინახავენ.
ახალი აღმოჩენის თავისებურება ისაა, რომ დიდი ჩონჩხის შიგნით, პატარაც იმყოფება.
არქეოლოგების თქმით, დიდი ჩონჩხი 18 მეტრი სიგრძისაა. პატარა ჩონჩხის შესახებ, ორი მოსაზრებაა: იგი ან ნადირობის მსხვერპლია, ან ორსული მდედრის ნაშიერი.
ორივე ჩონჩხი მთლიანადაა შემონახული. წინასწარი მნაცემებით, ისინი ყველაზე სრულია, ვადი-ალ-ჰიტანში აღმოჩენილ სხვა ჩონჩხებთან შედარებით.
„ვეშაპების ველი“ 1902 წლიდან არის ცნობილი. იქ ბაზილოზავრების 10 ჩონჩხი აღმოაჩინეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ველი მრავალი წელი იმყოფებოდა წყლის ქვეშ. კიდევ ერთი მოსაზრება არსებობს, რომლის თანახმად, ბაზილოზავრები ხმელეთზეც და წყალშიც ბინადრობდნენ, ვინაიდან, რუდიმენტული თათები ჰქონდათ.
ბაზილოზავრი – (ლათ. Basilosaurus, ძვ. ბერძ. βασιλεύς σαῦρος -სამეფო ან ძალაუფლებიანი ხვლიკი) ვეშაპისნაირთა გიგანტური დინოზავრი, გვიანი ეოცენის ეპოქაში, 45-36 მილიონი წლის წინ ბინადრობდა. მამრების სიგრძე 21 მეტრს, ხოლო მდედრების – 18-ს აღწევდა. ბაზილოზავრი პლანეტის თითქმის ყველა თბილ ზღვაში ცხოვრობდა და სავარაუდოდ, თავისი დროის ყველაზე დიდ მტაცებლად ითვლებოდა.
[inpost_fancy thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”8875″ thumb_margin_left=”10″ thumb_margin_bottom=”10″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” id=”” random=”10″ group=”0″ border=”” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” type=”fancy” sc_id=”sc1433838467108″]ნახეთ ბაზილოზავრის კომპიუტერული რეკონსტრუქცია