მნიშვნელოვანისაქართველო

ეგზიტპოლებით არჩევნებში იმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი

ტელეკომპანიებმა “რუსთავი 2”-მა “და “იმედმა” გამოაქვეყნეს საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლების წინასწარი შედეგები, რომელთა თანახმად იმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი.

“რუსთავი 2”-მა გამოაცხადა 17:00 საათისთვის არსებული მონაცემები, რომლის თანახმად ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ, დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ხმების 55 პროცენტი ერგო, გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს – 45 პროცენტი.

Edison Research-ის კვლევაში ცდომილება არის პლუს-მინუს 3 პროცენტი.

ტელეკომპანია “იმედმაც” გაასაჯაროვა ეგზიტპოლის 18:00 საათის მონაცემები, რომელთა მიხედვითაც ზურაბიშვილს ხმების 58 პროცენტი აქვს, გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კი 42 პროცენტი.

GALLUP INTERNATIONAL-ის ეგზიტპოლის შედეგებში შესაძლო ცდომილება 2%-ია.

მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 10204 რესპოდენტი. მონაცემები ეყრდნობა 18:00 საათის ჩათვლით მიღებულ პასუხებს, ეგზიტპოლის საბოლოო შედეგები 22:00 საათზე გახდება ცნობილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button