მსოფლიოსიახლეები

ეგზიტპოლის მიხედვით, პოლონეთის არჩევნებში დუდა ლიდერობს

ეგზიტპოლების შედეგების თანახმად, პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტი ანჯეი დუდა ლიდერობს.

კვლევითი ორგანიზაცია IPSOS-ის მიერ წარდგენილმა შედეგებმა აჩვენა, რომ ანჯეი დუდამ მეორე ტურში ხმების 50.4 % მიიღო, ხოლო მისმა მეტოქემ, ვარშავის მერმა რაფალ ტრჟასკოვსკიმ კი, – 49,6%.

ცნობისათვის, პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ გაიმართა. არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 68.9% შეადგინა.

არჩევნების პირველ ტურშიც დუდამ გაიმარჯვა, თუმცა ხმათა 43.50% აიღო და, შესაბამისად, მეორე ტური დაინიშნა. პირველ ტურში ტრჟასკოვსკიმ ხმათა 30.46% მიიღო.

მსგავსი პოსტები

Back to top button