სპორტი
„ეიბარის“ თავდამსხმელს სასამართლომ 2 წლიანი პირობითი მსჯავრი შეუფარდა

„ეიბარის“ თავდამსხმელი სერხი ენრიჩი და ესპანური კლუბის ყოფილი ფეხბურთელი ანტონიო ლუნა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
მესამე პირისთვის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებისთვის ფეხბურთელებს 2 წლიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდათ.
ფაქტი 2016 წელს მოხდა. ვიდეოში ფეხბურთელები თავადაც ჩანან.
დანაშაულის მსხვერპლმა გოგონამ მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი მიიღო და ამის გამო სპეციალური სარეაბილიტაციო მკურნალობაც ჩაიტარა.
გოგონამ სპორტსმენებს უჩივლა და საკუთარი სიმართლე კანონით დაამტკიცა.
პირობითი მსჯავრის გარდა, ფეხბურთელებს გოგონასთვის სოლიდური კომპენსაციის გადახდაც დაეკისრათ.
სერხი ენრიჩთან მიმართებით „ეიბარის“ ადმინისტრაცია ცალკე იმსჯელებს და სანქციებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს.