მნიშვნელოვანისაქართველო

ეკა ბესელია საკუთარ პარტიას ქმნის

ეკა ბესელია თანამოაზრეებთან ერთად ახალ პარტიას ივნისში დააფუძნებს. პარტიის დამფუძნებლებს შორის ასევე იქნებიან დეპუტატები გედევან ფოფხაძე და ზვიად კვაჭანტირაძე.

ეკა ბესელიას თქმით, ამ დროისთვის აქტიური მუშაობა და კონსულტაციები მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით.

“არავითარი მესამე ძალა, ეს იქნება ალტერნატიული ძალა, რომელიც შეცვლის ხელისუფლებას”, — ამბობს ეკა ბესელია.

ცნობისთვის ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ზვიად კვაჭანტირაძემ და კიდევ რამდენიმე დეპუტატმა “ქართული ოცნება” და საპარლამენტო უმრავლესობა თებერვალში, უზენაესი სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის საკითხზე განსხვავებული პოზიციების გამო დატოვეს. აპრილში კი ეკა ბესელიამ თანამოაზრეებთან ერთად ახალი პარტიის შექმნა დაანონსა.

მსგავსი პოსტები

Back to top button