ეკა ბესელიამ პარტია „სამართლიანობისთვის“ სიის ათეული წარადგინა

პარტიის „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ მცხეთაში პარტიული სიის ათეული და რამდენიმე ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა.
ეკა ბესელია – პარლამენტის წევრი – მცხეთის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი;
იასე ზაუტაშვილი – იურისტი, ეკონომისტი;
ჯავარა უგრეხელიძე – მედიცინის დოქტორი;
ზაზა წერეთელი – მედიცინის დოქტორი, იურისტი, პოლიტსაბჭოს ახალი წევრი;
თემურ რობაქიძე – ეკონომისტი, პოლიტსაბჭოს ახალი წევრი;
დოდო შონავა – ჟურნალისტი, აღმოსავლეთმცოდნე;
სევა ჯუღელი – დიპლომატი, ექიმი, მწერალი, პოლიტსაბჭოს ახალი წევრი;
სოსო დარსაველიძე – ექიმი, სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი;
ინგა მახარაძე – ოზურგეთის, ჩოხატაურის და ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი;
ნუგზარ ლომიშვილი – იურისტი, სამართალმცოდნე – გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი;
კახა ცეცხლაძე – ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, პოლიტსაბჭოს ახალი წევრი;
მირიან პაპუნიძე – ეკონომისტი, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი;
ქეთი ყრუაშვილი – პოლიტსაბჭოს ახალი წევრი.
პარტიამ, აგრეთვე, საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული.