მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ეკა ბესელიამ “ქართული ოცნება” დატოვა

“მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა,”-ეს განცხადება ეკა ბესელიამ დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა და მმართველი გუნდი ოფიციალურად დატოვა.

ეკა ბესელიას თქმით, გუნდიდან წავლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი და მისი თანამოაზრეების მიერ წარდგენილი კანონპროექტის ჩავარდნა გახდა. ამასთან, ერთად ბესელიას თქმით, წინა ხელისუფლების მმართველობა რეჟიმად უნდა ყოფილიყო გამოცხადებული და მან საპარლამენტო უმრავლესობა შესაბამისი კანონპროექტის ჩაგდების გამოც გააკრიტიკა.

მოისმინეთ ეკა ბესელიას ხმა.

ეკა ბესელიას თქმით, ის არ ეთანხმებოდა ივანიშვილის ინიციატივას, რომ კოჰაბიტაცია შემდგარიყო. ბესელიას თქმით, ყოფილ თანაგუნდელებს შორის არიან ის ადამიანები, ვინც წინა ხელისუფლების დროს ხმას არ იღებდა ან მათ რიგებში იყვნენ. „აქ გაიყო ჩვენი გზები. მე არასდროს არ ვცნობდი ამ ტიპის კოჰაბიტაციას და ამ ტიპის თანაცხოვრებას“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მოისმინეთ ეკა ბესელიას ხმა.

საპარლამენტო უმრავლესობის რიგები უკვე დატოვა ლევან გოგიჩაიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კობა ნარჩემაშვილი კი, რომელიც ეკა ბესელიას ინიცირებული კანონპროექტის ხელმომწერია, გუნდის დატოვებას არ აპირებს.

კობა ნარჩემაშვილი განმარტავს, რომ მას ბესელიასთან და იმ დეპუტატებთან, ვინც მოსამართლეთა უვადო გამწესების 5 წლით შეჩერებას უჭერენ მხარს, თემატური ერთობა ჰქონდა, თუმცა ფიქრობს, რომ ქვეყანაში პერსონალისტური პოლიტიკის დრო არ არის.

თუკი დღეს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს კანონპროექტს საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას აღნიშნული კანონპროექტის ავტორი ბექა ნაცვლიშვილიც გეგმავს და ამ შემთხვევაში, “ქართული ოცნება” საპარლამენტო უმრავლესობას დაკარგავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button