ეკა მიშველაძე პრეზიდენტის პრესსპიკერად დაინიშნა

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პრესსპიკერად “საზოგადოებრივი მაუწყებლის” 1 არხის ყოფილი ჟურნალისტი ეკა მიშველაძე დაინიშნა.

ეკა მიშველაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა წარადგინა. როგორც ეკა მიშველაძემ წარდგენისას აღნიშნა, იმედი აქვს, რომ ჟურნალისტებთან მჭიდრო და ახლო ურთიერთობაში იქნება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხის ხელმძღვანელმა გიორგი ბარათაშვილმა ჟურნალისტი ეკა მიშველაძე სამსახურიდან მიმდინარე წლის თებერვალში გაათავისუფლა.

ჟურნალისტმა გენერალური დირექტორის წერილი მიიღო და გაასაჯაროვა, სადაც აღნიშნულია, რომ გადაცემა „პირველი სტუდია“ დაიხურა.

წერილში ასევე საუბარია იმაზე, რომ მის მიერ წარდგენილი ახალი გადაცემის პროექტმა არ დაიმსახურა მოწონება მაუწყებელში.

მსგავსი პოსტები

Back to top button