გაირკვა მსოფლიოში მილიარდერთა რაოდენობა

ორგანიზაცია Wealth-X ყოველ წელიწადს მსოფლიოში მაღალშემოსავლიანი ადამიანების რაოდენობას ითვლის. 2015 წლის მონაცემებით დედამიწაზე 2,4 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, რომლის ქონება 1 მილიარდს აღემატებოდა.

გასულ წელს მსოფლიოს მილიარდერთა ქონების ერთობლივმა რიცხვმა 7,7 ტრილიონი დოლარი შეადგინა და აშშ-სა და ჩინეთის გამოკლებით, მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნების მთლიან შიდა პროდუქტს გადააჭარბა.

ევროპაში 806 ადამიანი ცხოვრობს, რომლის ქონება 1 მილიარდ დოლარს აღემატება. ჯამში ისინი 2,3 ტრილიონი დოლარის მფლობელები არიან.

ჩრდილოეთ ამერიკაში 806 მილიარდერია. ისინი ევროპელებზე მდიდრები არიან და მათი ერთობლივი ქობნება 2,5 ტრილიონ დოლარს ითვლის.

2015 წელს აზიაში მილიარდერთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა და მდიდარი ადამიანების რიცხვმა 645-ს მიაღწია, რომელთა საერთო შემოსავალმა 1,7 ტრილიონი დოლარი შეადგინა.

ახლო აღმოსავლეთში 450 მილიარდის მფლობელი 166 ადამიანი ცხოვრობს, აფრიკაში კი 41 მილიარდერი – ერთობლივად 98 მილიარდი დოლარის ქონებით.

მსოფლიოს მილიარდერთა შორიდ სულ 294 ქალია. ისინი 876 მილიარდ დოლარს ფლოფენ.

მილიარდერ მამაკაცთა საშუალო ასაკი 63,2 წელს შეადგენს, ხოლო მილიარდერი ქალებისა – 62,2 წელს. მსოფლიო მილიარდერთა 85% დაოჯახებულია.

მსოფლიო მილიარდერთა 70%-ს ბაკალავრის წოდება აქვს მიღებული, 22% მაგისტრია, 13%-ს MBA-ის კვალიფიკაცია აქვს, ხოლო 9,5% მეცნიერებათა დოქტორები არიან.

ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოს მილიარდერთა 56% თვითონ გამდიდრდა, 13%-მა მილიარდები ანდერძით მიიღო, ხოლო 31%-ს მილიარდების ნაწილი უანდერძეს, დანარჩენი კი თვითონ იშოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button