სპორტი

ეკატერინე გორგოძე უნგრეთის ტურნირის ძირითად ბადეშია

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ტურნირზე ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრაში ესპანელ ლაზარო გარსიას დაუპირისპირდა დ სამ სეტში დაამარცხა (3:6 6:3 6:2)

გორგოძემ ამ გამარჯვებით ძირითად ბადეში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

მატჩის პირველი წუთები ესპანელი ჩოგბურთელის უპირატესობით დაიწყო და პირველი სეტიც მისი გამარჯვებით დასრულდა, გორგოძემ შემდეგ ორი სეტის მოგება მოახერხა და

მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. ქართველმა ჩოგბურთელმა ამ შეხვედრამდე უნგრელი ანა ბონდარი დაამარცხა (7:6, 4:6, 6:3).

ძირითად ბადეში ეკატერინეს პირველი მეტოქე ყაზახი იულია პუტინცევა იქნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button