ეკატერინე გორგოძემ და სოფიო ქცაცაბაიამ ანტალიის ტურნირი მოგებით დაიწყეს

ორი ქართველი ჩოგბურთელი ანტალიის ქალთა საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობს, რომლის საპრიზო ფონდი 10.000 დოლარია.

ეკატერინე გორგოძე მეორე ნომრადაა განთესილი. 10 თებერვალს მან სტარტზე იტალიელი ნატაშა პილუდუ დაამარცხა – 6:2, 7:6. მერვედფინალში ჩვენებურს ბულგარელი პეტია არშინკოვა დაუპირისპირდება. შარშან ანტალიაშივე მათი პირველი შეხვედრა ნახევარფინალში გორგოძის გამარჯვებით დასრულდა – 6:2, 6:3.

სოფიო ქვაცაბაიას განთესვით მე-4 ნომერი აქვს. პირველ წრეში მან სეირა შიმიზუს (იაპონია) – 6:0, 6:4 იოლად სძლია. ხოლო მეორე წრეში ურთიერთობას ინდოელ კურა შიროფთან გაარკვევს.

წყვილებში გორგოძე და ქვაცაბაია რეიტინგ-ფავორიტები არიან. ისინი შეჯიბრებაში მეოთხედფინალიდან ჩაებმებიან. მათ მეტოქეობას ჟოზეფინ ბუალე (საფრანგეთი) და იუენუ ლი (ჩინეთი) გაუწევენ.

აღსანიშნავია, რომ თუკი სოფომ და ეკატერინემ მომდევნო რაუნდშიც იმარჯვეს, ნახევარფინალში მათ ერთმანეთის პირისპირ მოუწევთ დადგომა

მსგავსი პოსტები

Back to top button