მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ეკატერინე ტიკარაძე “ასტრაზენეკას”ვაქცინას გაიკეთებს

ჯანდაცვის მინისტრი“ ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთებას გეგმავს. ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რომ ის ჩინური ვაქცინით აპირებდა აცრას, თუმცა მას შემდეგ, რაც ასტრაზენეკასადმი ნდობამ იკლო, მზადაა სწორედ ბრიტანული ვაქცინაცია ჩაუტარდეს.

“გვქონდა სტრატეგია, რომ სხვადასხვა ვაქცინით მომხდარიყო აცრა. ჩინური ვაქცინა, რომელზეც არაერთი მითია, გადაწყვეტილი იყო, მე ავცრილიყავი ამ ვაქცინით. მიმდინარეობს შეჯერების პროცესი იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახეს მიიღებს კამპანია, ვინაიდან, ის რაც იყო დაგეგმილი, შესაძლოა, დღესდღეობით არ იყოს საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ მოქალაქეები დავარწმუნოთ ვაქცინის სანდოობაში. ასევე, გარკვეული ფორმატი შეიძლება იყოს შეცვლილი და ამასთან დაკავშირებით ორშაბათს მოვახსენებთ საზოგადოებას, თუ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ”, – განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ,ჯანდაცვის მინისტრი აცხადებდა, რომ „არ ისარგებლებდა სტატუსით“ და არ აიცრებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button