სპორტი

სანდრო მამუკელაშვილი NBA-ში ითამაშებს. ცენტრალური ფორვარდი „მილოუკ ბაქსის“ კალათბურთელი გახდა

დღეს, გამთენიისას, NBA-ის 2021 წლის მორიგი დრაფტი გაიმართა. ქართველმა სანდრო მამუკელაშვილმა როგორც მოსალოდნელი იყო, საუკეთესო შედეგი აჩვენა და „ინდიდანა პეისერსმა“ ის მეორე რაუნდის 24-ე ნომრად აირჩია. შემდეგ კი „მილოუკ ბაქსს“ გაუცვალა.

22 წლის სანდრო მამუკელაშვილი მეშვიდე ქართველია, რომელიც NBA-ს დრაფტზე აირჩიეს. ამ დრომდე უმაღლეს საკალათბურთო ლიგაში უთამაშიათ:
ვლადიმერ სტეფანიას, ნიკოლოზ ცქიტიშვილის, ზაზა ფაჩულიას, თორნიკე შენგელიასა და გოგა ბითაძეს, ხოლო ვიქტორ სანიკიძე „სან ანტონიომ“ აიყვანა, თუმცა NBA-ში გამოსვლის საშუალება არ მისცემია.

არაერთი გამოცემის აზრით, სანდრო ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გამოსვლას ნამდვილად იმსახურებდა. მას დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებენ.

მამუკელაშვილმა გასული სეზონი „სეტონ ჰოლში“ უმაღლეს დონეზე ჩაატარა. სხვა მრავალ პრიზთან ერთად, Big East-ის წლის საუკეთესო კალათბურთელის ტიტულიც მიიღო.
რაც შეეხება „მილუოკის“, გუნდი წინა სეზონის ჩემპიონია და ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის. აქ სხვადასხვა დროს, ორჯერ ითამაშა ზაზა ფაჩულიამ – 2004-05 და 2013-15 წლებში.

მსგავსი პოსტები

Back to top button