მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ეკლესიას თუ შეუტევთ მესამე ძალას ნახავთ -მეუფე იაკობი

ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა, ქართული ეკლესიის მხრიდან, მესამე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

განცხადება წმინდა სინოდის წევრმა, დღეს, ხირსის მამათა მონასტერში, მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებული წირვა- ლოცვის დასრულების შემდეგ გააკეთა.

” ხელახლა არჩევნები რომ ჩატარდეს, როგორ გგონიათ ამ ძალებს დავტოვებთ? ჩვენ მხარს დავუჭერთ რომელიმე ძალას. ხელისუფლება ყოველთვის იღებს, სადღაც 30 პროცენტს. მეორე ძალა, ახლა მთავარი ძალა რომ არიან, ვეღარ იქნებიან. ჩვენ ვისაც დავუჭერთ მხარს, მოქმედს არავის. საქართველოს უფსკრულში არ გადავაჩეხინებთ, ღალატს თავი დაანებონ. ხალხის გამომყვანი ოპოზიცია არ არის, თუ გამოიყვან, პასუხისმგებლობა უნდა აიღო. ბავშვებს თავალები დაეთხარათ და არცერთ პოლიტიკოსს არაფერი დაემართა. კაპიტოლიუმის ამბავს არ ვამართლებ, მაგრამ ხომ ნახეთ, დამიზნებითაც კი დახოცეს ხალხი”- თქვა მეუფემ.

ეპისკოპოსმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას შესაძლო დაპატიმრებაზეც გააკეთა კომენტარი.

” მე არავისი ციხეში დაჭერა არ მინდა, მაგრამ ძალიან ცუდად იქცევიან. მე ბევრს ვიცნობ პოლიტიკოსებს მსოფლიოში და ამათ პოლიტოკოსობისას ვერაფერს ვატყობთ. ხელახალი არჩევნები რომ ჩატარდეს, როგორ გგონიათ, მოგიშვებთ ხელისუფლებაში? ჩვენს გარეშე რას გააკეთებთ, რომელიმეს ავტორიტეტი გაქვთ? ეკლესიას თუ შეუტევთ, მესამე ძალას ნახავთ. ოცნებას როგორც ელაპარაკებიან, მასე გავაბედინებთ ლაპარაკს? თავიანთ ადგილს ვანახებთ ყველას. პეტრე ცაავას რაც შეეხება, განიკვეთება და მერე გაყურებინებთ, რეებს ილაპარაკებს”- განმარტა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.

მეუფე იაკობი ქართულ ეკლესიაში, რუსულ გავლენებსაც გამოეხმაურა და განმარტა,რომ რუსეთი არამხოლოდ ეკლესიის, ქვეყნის საქმეებშიც ეცდება ჩარევას.

“რუსეთი ყველგან შეეცდება ჩარევას, არა მარტო ეკლესიაში, არამედ ქვეყნის საქმეებშიც. მე ვარ ის ეპისკოპოსი, რომლის ეპარქიაშიც, რუსები, წირვას ვერ ატარებენ და ვერც ჩაატარებენ, სანამ ცოცხალი ვარ, მანამდე სანამ ჩვენი ქვეყანა აქვთ დაპყრობილი. როცა აფხაზეთი ჩააბარეს, კაპიტულაციაზე ვინ მოაწერა ხელი? გამყიდველები მოიკითხეთ თქვენსკენ.

ეკლესიას თუ შეუტევთ, მესამე ძალას ნახავთ. ოცნებას როგორც ელაპარაკებიან, მასე გავაბედინებთ ლაპარაკს? თავიანთ ადგილს ვანახებთ ყველას. ესენი, ვინც სინოდის გადაწყვეტილებებს აკრიტიკებენ, რომელია თეოლოგი? თვითმარქვიები არიან ეგენი. ერთი რამ იცოდეთ, რუსეთის ინტერსებში შედის ეკლესიის გინება. დღეს გვყავს პატრიარქი, რომლიც თავისი ცხოვრებით აჩვენებს, რომ სულით ხორცამდე ქართველი, ქრისტიანია და მის პერიოდში გაძლიერდა ეკლესია”- განაცხადა სასულიერო პირმა.

წმინდა სინოდის წევრებს შორის, ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ერთ- ერთია, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, თითქმის მუდმივად ეხმაურება.

მსგავსი პოსტები

Back to top button