მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

“ეკლესიას უფრო მეტი სახსრები უნდა გამოეყოს”

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის, მეუფე დანიელის მტკიცებით, ეკლესიისთვის უფრო მეტი სახსრები იმისთვისაა საჭირო, რომ საზოგადოებას სულიერი საზრდო მიეცეს.

მისი თქმით, ქვეყანას საშუალება რომ ჰქონდეს, რასაკვირველია, ეკლესიისთვის უფრო მეტი თანხა უნდა გამოიყოს.

“რაც შეეხება ეკლესიისთვის საჭირო მატერიალურ სახსრებს, რასაკვირველია, მინდა დაგარწმუნოთ, რომ გაცილებით უფრო მეტია საჭირო ისევ და ისევ იმისთვის, რომ საზოგადოებას მიეცეს სულიერი საზრდო. აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ქონება ეკლესიას სჭირდება იმისთვის, რომ სასულიერო პირები ცხოვრობდნენ ფუფუნებაში. ამაზე არ არის ლაპარაკი და სირცხვილია ამაზე საუბარი”. — განაცხადა მეუფე დანიელმა.

მოისმინეთ მეუფე დანიელის ხმა.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის განცხადებით, მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ 2002 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით, 276,5 მილიონი ლარი მიიღო. გარდა ამისა, TDI-ის ინფორმაციით, თვითმმართველი თემები და ქალაქები საპატრიარქოს გადასცემენ “მატერიალურ სიკეთეს”, ყოველწლიურად, დაახლოებით 4-5 მილიონ ლარს. ორგანიზაციის ინფორმაცით, 2018 წელს საქართველოს საპატრიარქოს ბიუჯეტიდან გამოეყო 25 535 400 ლარი, ხოლო 2019 და 2020 წლისთვის ბიუჯეტში კვლავ 25-25 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

TDI-ის თქმით, საპატრიარქო სახელმწიფოსგან იღებს ასევე დიდი მასშტაბის უძრავ ქონებას: მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებს. TDI აცხადებს, რომ მათი და სხვა ორგანიზაციების მონაცემებზე დაყრდნობით, დღემდე სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონება 64 კვ.კმ.–მდე ფართობს მოიცავს.

TDI-ის განმარტებით, სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცული რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთგამიჯვნის პრინციპი ხშირად ირღვევა საქართველოს საპატრიარქოსთვის ფინანსური, სამართლებრივი და სოციალური პრივილეგიების მინიჭებისა და სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ დიფერენცირებული მოპყრობის გამო.

მსგავსი პოსტები

Back to top button