მსოფლიოსიახლეები

ეკლესიის მოზაიკაზე პუტინს აღარ გამოსახავენ

რუსეთის შეიარაღებული ძალების ეკლესიაში მოზაიკა, რომელზეც ვლადიმერ პუტინი და იოსებ სტალინ არიან გამოსახული, ახლით ჩანაცვლდება, სადაც ვლადიმერ პუტინი და სხვები უკვე აღარ იქნებიან. ინფორმაციას ამის შესახებ РБК ავრცელებს.

აქამდე, ეკლესიის წინამძღვარი ეპისკოპოსი სტეფანე აცხადებდა, რომ ამ მოზაიკის განთავსებით, რუსეთის მიერ ყირიმის „შეერთების“ (საერთაშორისო საზოგადოების მიერ ანექსიად მიჩნეული) პროცესში მოქმედი ფიგურების გამოსახვა იგეგმებოდა, ხოლო სტალინის მონაწილეობა ამ მოზაიკაში უკავშირდება მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას, რადგანაც ეკლესია დაახლოებით ამ დროს ააგეს.

თუმცა, როგორც სტეფანე ამბობს, მოზაიკის ჩანაცვლების გადაწყვეტილება თავად ვლადიმერ პუტინის დამოკიდებულებითაა განპრიობებული. „გადაწყვეტილება მივიღეთ რუსეთის პრეზიდენტის აზრიდან გამომდინარე. მან ჩათვალა, რომ მისი გამოსახვა ნაადრევი იყო“. — აცხადებს ეპისკოპოსი.

თუმცა, როგორც РБК იუწყება, მოზაიკას, სადაც პუტინია გამოსახული, შეინახავენ, ხოლო მის მაგივრად გაკეთდება ახალი, სადაც ასახული იქნება მსვლელობა ყირიმის „შეერთების“ შემდეგ.

მსგავსი პოსტები

Back to top button