
ქართველმა ჩოგბურთელმა ეკო გორგოძემ საფრანგეთში მიმდინარე როლან გაროს ტურნირის საკვალფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა მოიგო. მან მეტოქე, ჩინელ ჯია ჯინგ ლი სამ სეტში 6:4, 2:6, 6:2 დაამარცხა და საკველიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში გავიდა.
როლან გარო, იგივე საფრანგეთის ღია პირველობა, დიდი სლემის ტურნირებში რიგით მეორეა.