ანალიტიკაეკონომიკა

ეკო ტურიზმის  10 წლიანი  სტრატეგია  და სამოქმედო გეგმა შემუშავდა

2022 წლისთვის მომზადდა 30 ახალი მარნის პროექტი, – ამის შესახებ “ბიზნესრევიუს”  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით “ღვინის გზის” პროექტში 320 მასპინძელი ობიექტია გაერთიანებული.

ადმინისტრაციამ წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში 7 სალაშქრო ბილიკი მონიშნა, ბილიკების ჯამური სიგრძე 105 კმ-ს შეადგენს.

2021 წელს გაფართოვდა „ღვინის გზის“ პროექტში მონაწილეთა არეალი –  პროექტს 48 ახალი ღვინის მასპინძელი ობიექტი შეემატა.

ატენის ხეობაში მოეწყო საპიკნიკე ინფრასტუქტურა, რომელიც  მოემსახურება ორგანიზებულ ტურისტულ ნაკადს. ასევე გორში ციხის ფონზე, ლომჭაბუკის სკვერში განთავსდა სასურათე ჩარჩო.

“ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კონკურენტუნარიანი და უსაფრთხო ტურისტული პროდუქტის ფორმირების მიზნით, ეკო ტურიზმის  10 წლიანი  სტრატეგია  და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. დონორი ორგანიზაციის  (GIZ) დახმარებით მომზადდა 2 ეკოტურისტული ბილიკის ინტერპრეტირებული პროექტი განახლებული ასურეთისა და ბოლნისის  ტერიტორიისთვის,” – განუმარტეს “ბიზნესრევიუს” ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button