ეკონომიკის მინისტრის გადადგომა მოითხოვეს
ხმაური იყო ეკონომიკის სამინისტროსთან. ნაციონალურმა მოძრაობამ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად საპროტესტო აქცია გამართა.
“ოროსნების კანტორა”, “მთავრობა – კორუფცია! ნეპოტიზმი! უუნარობა!” – აქციის მონაწილეებმა ასეთი შინაარსის პლაკატები გამოფინეს.
მათ ეკონომიკური გუნდის უმოქმედობა გააკრიტიკეს და მინისტრის პოსტიდან გადადგომა მოითხოვეს.
აქცია უკვე დასრულებულია.