,,ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაუმჯობესებულია როგორც მიმდინარე ისე მომავალი წლის-ეკონომიკაში პროცესები ძალიან კარგად მიმდინარეობს“-დუნდუა
შურით გვისმენენ ზოგიერთი სახელმწიფოს წარმომადგენელი, იმიტომ, რომ ერთდროულად - ძლიერი ეკონომიკური ზრდა და ინფლაცია, რომელიც 1%-ის ირგვლივ ტრიალებს"-თურნავა

ოფიციალური გაცვლითი კურსით, ეროვნული ვალუტის ღირებულება დღეს დოლართან მიმართებით 2.86-ია. ლარის კურსზე განმარტება გააკეთა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. მიხეილ დუნდუა აცხადებს, რომ ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებული პრობლემები აჟიოტაჟური ფაქტორებით არის განპირობებული.
“ეროვნულ ვალუტაზე მოქმედი ფუნდამენტური ფაქტორები, რომლებიც ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი ფაქტორებია იმავდროულად, არის წლის დასაწყისთან შედარებით გაუმჯობესებული. ამას მოწმობს მსოფლიო ბანკის ანგარიში, სადაც ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაუმჯობესებულია, როგორც მიმდინარე, ისე მომავალი წლის.
შესაბამისად, ფუნდამენტური ფაქტორები არის წესრიგში, მაღალ დონეზე და ლართან დაკავშირებული პრობლემები გამოწვეულია დროებითი, აჟიოტაჟური ფაქტორებით. ფუნდამენტურად, ეკონომიკაში პროცესები ძალიან კარგად მიმდინარეობს,“ – აცხადებს დუნდუა.
“სავალუტო ფონდმა გააუმჯობესა ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, ამის საფუძველი არის ჯერ ერთი არსებული სტატისტიკა, იცით, რომ ამ წლის პირველი ოთხი თვის ფაქტიური ზრდა ეკონომიკის არის საკმაოდ ძლიერი, საშუალოდ 9%. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ეს უკვე მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეროვნული ბანკისთვის, ვინც პასუხისმგებელია ფინანსურ სტაბილურობაზე და ფასების სტაბილურობაზე, ეს ძლიერი ეკონომიკური ზრდა ერთდროულად გვაქვს ჩვენ დაბალ ინფლაციასთან.
ეს არის საკმაოდ იშვიათი თანაწყობა, როდესაც ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ ხოლმე სხვადასხვა საერთაშორისო შეხვედრის დროს, საკმაოდ, პირდაპირ მინდა ვთქვა, შურით გვისმენენ ზოგიერთი სახელმწიფოს წარმომადგენელი, იმიტომ, რომ ერთდროულად – ძლიერი ეკონომიკური ზრდა და ინფლაცია, რომელიც 1%-ის ირგვლივ ტრიალებს”.
განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ. ცნობისთვის, რუსული კანონის მიღების შემდეგ ლარი ევროსთან და დოლართან გაუფასურდა