ეკვადორის მიწისძვრას 507 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა [Photo/video]

ეკვადორელმა მაშველებმა 54 ადამიანი გადაარჩინეს, რომელიც მიწისძვრის შედეგად შენობების ნანგრევებში მოჰყვნენ. დღეს ქვეყნის მოსახლეობამ 5,5 მაგნიტუდის სიმძლავრის განმეორებითი ბიძგები კვლავ იგრძნო.

გადარჩენილების პოვნის შანსი სულ უფრო იკლებს. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 507 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 499 გვამი უკვე ამოცნობილია. დაღუპულთა შორის კუბის, დომინიკის რესპუბლიკის, დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და კანადის მოქალაქეები არიან. მიწისძვრის შედეგად დაშავებულ ადამიანთა რიცხვმა 4000-ს გადააჭარბა.

შეგახსენებთ, რომ ეკვადორში 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 17 აპრილის ღამით მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების კერა 20 კილომეტრის სიღრმეზე ქალაქ პადერნალესის რაიონში დაფიქსირდა. ეკვადორის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა და ცუნამის საშიშროება გამოცხადდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სტიქიით მიყენებულმა ზარალმა 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა და ქვეყანის აღდგენას რამდენიმე წელი დასჭირდება.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”33775″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button