ელენე ხოშტარიამ რუსთაველის გამზირზე შიმშილობა გამოაცხადა

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ დღეს საღამოსპარლამენტის წინ , 27 ივნისს შიმშილობა გამოაცხადა. „მზად ვარ, თავი შევწირო რეჟიმს“, – თქვა მან და საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, ეს არის არა ემოციურ ფონზე მიღებული გადაწყვეტილება, არამედ “გამარჯვებაზე ორიენტირებული ბრძოლა.
ამასთან, ხოშტარიამ აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების” დამარცხების ერთადერთი გზა რევოლუციაა.
“ახლა, როდესაც რეჟიმი გადმოვიდა ახალ შეტევაზე, დაიჭირა პრაქტიკულად ყველა პოლიტიკოსი, მე მინდა გამოვაცხადო ახალი ფორმა ჩემი ბრძოლის და ეს ფორმა არ არის ან ემოციური ან გაუაზრებელი, ეს არის გამარჯვებაზე ორიენტირებული ბრძოლა. მე რუსთაველზე ვიწყებ შიმშილობას. არ მოვიცვლი აქედან ფეხს. ეს შიმშილობა არ არის თავგანწირული, სასოწარკვეთილი ნაბიჯი, ეს არის ძალიან მტკიცე გადაწყვეტილება, რომ თუ თქვენ ვერ ხედავთ სიცოცხლის ფასს, თუ თქვენ ვერ ხედავთ თავისუფლების ფასს, თუ თქვენთვის გიორგი ახობაძის დედა, დედის სიკვდილი, ონისე ცხადაძის მამის გარდაცვალება არაფერს არ ნიშნავს, აგერ არის ჩემი სიცოცხლეც, ჩემი თავისუფლებაც და მაინც ვერ მოგვერევით”, – ეს არის ჩემი განაცხადი “ქართული ოცნებისთვის”.
ხოშტარიამ, რომელიც შარშან რამდენიმე თვის განმავლობაში ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ ახერხებდა პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას, დღეს საღამოს განაცხადა:
მეორე გზავნილით კი ელენე ხოშტარიამ საზოგადოებას რევოლუციისკენ მოუწოდა (წინა შემთხვევებში, როდესაც სოციალურ ქსელებსა თუ აქციებზე „რევოლუციისკენ“ მოწოდები ვრცელდებოდა, სუს-ი აცხადებდა, რომ ეს დანაშაულია, რაც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).
„მეორე განაცხადი არის ხალხისათვის: რევოლუცია და გარეთ ქუჩაში ამათი დამხობა არის ერთადერთი გზა. მე ვერავის ვასწავლი ჭკუას, როდის გამოვიდეს გარეთ, როდის იშიმშილოს, ან ციხეში ჩაჯდეს, როდის გამოვიდეს. მე ჩემს მაგალითზე ვამბობ, მზად ვარ, თავი შევწირო ამ რეჟიმს. და შევწირავ“, – თქვა პოლიტიკოსმა.
მანამდე ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ საზოგადოებამ ბრძოლის „მძიმე და საამაყო ეტაპები“ გაიარა, ახლა კი „რეჟიმი გადმოვიდა ახალ შეტევაზე და დაიჭირა ყველა პოლიტიკოსი“, რაზე პასუხიც არის მისი თქმით, ბრძოლის ახალი ფორმა.
მისი თქმითვე, ეს არის არა „რომელიმე პარტიასთან, მაგალითად, „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლა, არამედ ბრძოლა რუსეთთან“.
ხოშტარიამ 2021 წლის ნოემბერში 17 დღის განმავლობაში იშიმშილა მიხეილ სააკაშილის ციხიდან კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.