მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ელენე ნიჟარაძე ამბობს, რომ ISFED-ის შოკისმომგვრელი მონაცემები რეალობაა

 

“სამართალიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე, ფეისბუქზე წერს, რომ მის ორგანიზაციას 2012 წლის შემდეგ ასეთი მძიმე გამოწვევა არ ჰქონია.

“ძალიან მძიმე იყო ამ განცხადების გამოქვეყნება. ISFED-ისთვის, როგორც ორგანიზაციისთვის და მისი თითოეული თანამშრომლისთვის ეხლა ყველაზე მძიმე და სტრესული პერიოდია. მე რაც ორგანიზაციაში ვარ 2012 წლიდან ასეთი მძიმე გამოწვევა ორგანიზაციას არ ქონია. მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ თანამშრომელს მხნეობისა და გამძლეობისთვის

პირადად ჩემი და ორგანიზაციის სახელით უღრმესი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც სტატუსით თუ სხვა სახით მხარდაჭერა გამოხატა და გვერდში გვიდგას ძალიან ვაფასებთ და ყველაზე მეტად ეხლა გვჭირდება ეს მხარდაჭერა.

ვიცი, რომ ბევრისთვის შოკისმომგვრელი იყო ეს განცხადება. ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის ეს მდგომარეობა. თუმცა, ეს არის რეალობა, რაც არ უნდა მძიმე იყოს. სამწუხაროდ, გვიწევს ხოლმე ასეთ მძიმე ფაქტებთან შეჯახება ცხოვრებაში და ამ დროს, ეტყობა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს რეალობა მივიღოთ და როგორღაც გავუმკლავდეთ. ძალია მაღალი სტანდარტია, მაგრამ შევეცადეთ ეს მაღალი სტანდარტი დაგვეცვა და თვალი არ დაგვეხუჭა რაღაცაზე.

დარწმუნებული ვარ ბევრი კითხვები იქნება. შეგიძლიათ დამირეკოთ, მომწეროთ პირადში და შევეცდები ყველას გიპასუხოთ. ყველას ეხება ეს, როგორც მეგობრებს, ასევე ჟურნალისტებს. მოკლედ, არ მოგერიდოთ და შემაწუხეთ. ამ წუთას ბრიფინგი დაგეგმილი არ მაქვს, თუმცა შეიძლება დღის განმავლობაში ჩავნიშნოთ და ამასაც ყველას შეგატყობიებთ.

კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის!” – წერს ნიჟარაძე.

“სამართალიანმა არჩევნებმა” პარალელური დათვლის შედეგები 11 დეკემბერს ჩასწორებული სახით გაასაჯაროვა.“სამართალიანმა არჩევნებმა” პარალელური დათვლის შედეგები 11 დეკემბერს ჩასწორებული სახით საჯარო გახადა, სადაც ქართული ოცნების შედეგები მნიშვნელოვანად გაიზარდა.

რასაც ოპოზიციის და საზოგადოების ნაწილის მკვეთრი კრიტიკა მოჰყვა.ისინი აცხადებენ რომ ორგანიზაციამ “ქართული ოცნებიდან” ზეწოლას ვერ გაუძლო.

მსგავსი პოსტები

Back to top button