თბოელექტროსადგურებს გაზის ტარიფი გაეზარდათ
ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. თუმცა მიუხედავად ამისა კომისიის წევრებმა გადაწყევტილების მიღება მაინც შეძლეს. გადაწყვეტილების მიხედვით უკვე 1 აგვისტოდან თბოელექტრო სადგურებისთვის ტარიფი გაიზრდება.
მოქმედი ტარიფი კომპანია “ჯიფაუერისთვის” 7,397 ლარი იყო, ახალი ტარიფით განისაზღვრა 7,534 ლარი.
შპს “მტკვარი ენერგეტიკისათვის” – მოქმედი ტარიფი 7,229 ლარი გაიზარდა 10,871 ლარამდე.
რაც შეეხება საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას, დღევანდელი ტარიფი 7,319 იყო, ახალი ტარიფი კი 10,194 ლარით განისაზღვრა.