ელექტრონული პეტიციების პლატფორმის ichange.gov.ge-ს პრეზენტაციები
24 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს რეგიონებში გაიმართება მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების პლატფორმის ichange.gov.ge-ს პრეზენტაციები. საინფორმაციო შეხვედრებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე გაუძღვებიან, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობების, სამოქალაქო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს პორტალის მოხმარების წესებსა და პირობებს გააცნობენ.
ichange.gov.ge მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების ოფიციალური სამთავრობო პლატფორმაა, რომლის განხორციელების ვალდებულება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ აიღო, ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს მეორე სამოქმედო გეგმის მიხედვით. პორტალის დახმარებით, საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს ან მოქალაქეთა ჯგუფს შეუძლია, პეტიციის საშუალებით, საქართველოს მთავრობის ყურადღება გაამახვილოს იმ საკითხზე, რომელიც მისი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა ვალდებულია, განიხილოს პეტიციაში აღწერილი საკითხი და მოახდინოს რეაგირება.
ელექტრონული პეტიციის ახალი პლატფორმის პრეზენტაცია თბილისში უკვე გაიმართა. მომდევნო პერიოდის შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.
მოისმინეთ სიდას აღმასრულებელი დირექტორის, ზვიად დევდარიანის ხმა.
[fap_track id=”71941″ layout=”list” enqueue=”no” auto_enqueue=”yes”]