საქართველოსიახლეები

ელექტროსკუტერების გაზიარების სერვისი თბილისში

თბილისის მერიის ცნობით, საქართველოში დღეიდან, ელექტროსკუტერების გაზიარების საპილოტე სერვისი ამოქმედდა. უწყების ცნობით, ეკომეგობრული ტრანსპორტით სარგებლობისთვის, შექმნილია სპეციალური აპლიკაცია (BIRD) და ვებგვერდი (www.scroll.eco), სადაც სკუტერის გამოყენების წესები და გადაადგილებისთვის აუცილებელი დეტალებია აღწერილი.

ელექტროსკუტერით პირველი მგზავრობისას, ათი წუთი უფასოა. მომხმარებელი მის გააქტიურებას სპეციალური პრომო კოდის საშუალებით შეძლებს. მერიის პრესსამსახურის ცნობით, საპილოტე პროგრამის ფარგლებში, ჯერ მხოლოდ 10 ერთეული სკუტერია, პროგრამით კი, 1 000 ერთეულია გათვალისწინებული.

მერიის განცხადებით, ელექტროსკუტერები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და Bird-ის მიერ გაცემული რეკომენდაციების სრული დაცვით, სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით, დღეში რამდენჯერმე დამუშავდება. ხელთათმანისა და სადეზინფექციო ხსნარის გამოყენება, ასევე, მომხმარებლისთვისაც აუცილებელია.

მსგავსი პოსტები

Back to top button