მნიშვნელოვანისიახლეები

ელიავას ბაზრობაზე 15-მდე მაღაზია დაიწვა

დიდუბის რაიონის გამგებლის ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, ელიავას ბაზრობის მეპატრონის თქმით, ბაზრობა, სადაც ხანძარი გაჩნდა, დაზღვეულია.

როგორც ირმა ზავრადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინ, გვიან ღამით ხანძარი დაახლოებით 1000 კვ.მ-ზე გავრცელდა.

„დაამწვარია დაახლოებით 1000კვ.მ. ეს არის 14-15 მაღაზია. ძალიან საშიში მდგომარეობა იყო იმდენად, რამდენადაც ძირითადად, ხის და პლასტმასის მასალები იყო. თუმცა, ლიკვიდაცია მოახდინეს. როგორც მეპატრონე ამბობს, ტერიტორია დაზღვეულია. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი ჯერ ნაადრევია“,-აცხადებს ზავრადაშვილი.

ცნობისთვის, ელიავას ბაზრობაზე წუხელ, გვიან ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად ხის მასალების საწყობი და რამდენიმე მაღაზია დაიწვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button