მოზაიკა

ელისაბედ მეორემ ავტომობილის მართვაზე უარი თქვა

ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ საერთო სარგებლობის გზებზე ავტომობილის მართვაზე უარი თქვა. ინფორმაციას The Sunday Times -ი ავრცელებს.  

გამოცემის ცნობით, როგორც ჩანს 93 წლის დედოფალმა უსაფრთხოების სამსახურის რჩევა გაითვალისწინა.   ელიზაბეტ მეორეს მართვის მოწმობის ჩაბარება არ მოუწევს, რადგან ერთადერთი ადამიანია ბრიტანეთში, რომელსაც ავტომობილის მართვის უფლება სპეციალური ნებართვის გარეშე აქვს. 

ელისაბედ მეორეს ავტომობილის მართვის უფლება ახლა მხოლოდ საკუთარი მამულის ტერიტორიზე აქვს. ედინბურგის ჰერცოგმა მართვის მოწმობა ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ 2019 წლის თებერვალში დათმო.

მსგავსი პოსტები

ასევე ნახე
Close
Back to top button