ელისო ჩაფიძე საზოგადოებრივ მაუწყებელში შესაძლო დასაქმებას უარყოფს [Audio]

რადიო თბილისთან საქართველოს პარლამენტის წევრი, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი  ელისო ჩაფიძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იგი საზოგადოებრვ მაუწყებელში დაიწყებს მუშაობას.

იგი ასევე უარყოფს მედიაში გავრცელებულ ცნობას, თითქოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სიაში აღარ იქნება.

დღეს, სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩაფიძე მომავალ საპარლამენტო სიაში ვეღარ მოხვდება და მისი კანდიდატურა საზოგადოებრივ მაუწყებელში დასასაქმებლად განიხილება.

მოუსმინეთ ელისო ჩაფიძის კომენტარს, რომელიც მან რადიო თბილისს ექსკლუზიურად მისცა.

 

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button