ელისო კილაძის შვილი გაათავისუფლეს

“ქრონიკა პლუსის” რედაქტორის ელისო კილაძის შვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მისი წინასწარი პატიმრობოდან გათავისუფლება 15 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ მოხდა.
მანამდე კი დავით ხარშილაძემ სასამართლოს ჩვენება მისცა. მან დაკავების დეტალები გაიხსენა და განაცხადა ამბობს, რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს და მისი დაკავება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის და შინაგან საქმეთა მინისტრის სურვილით მოხდა.
ის მადლობას უხდის სასამართლოს ამ ინიციატივისთვის და იმედოვნებს, რომ მომავალშიც პროცესები ობიექტურად წარიმართება.
“მე ვფიქრობ, რომ თუ სასამართლო იქნება ისეთივე ობიექტური, როგორიც იყო დღეს, როცა შეაფასა მისი პოზიციები, როგორც ბრალდებულის, გამამტყუნებელი განაჩენი ამ საქმეზე ვერ დადგება,“ – განაცხადა ელისო კილაძემ.