ელტონ ჯონს პოროშენკოს შემდეგ პუტინთან შეხვედრა სურს [Video]
ბრიტანელ მომღერალ და ღია გეის – სერ ელტონ ჯონს რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა და ლგბტ-თემის წარმომადგენელთა უფლებებზე დალაპარაკება სურს, – გადმოსცემს BBS.
13 სექტემბერს, ბრიტანელი მომღერალი კიევს ეწვია, უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა და „იალტის ევროპული სტრატეგიის“ ფორუმზე განცხადება გააკეთა.
„ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა სურს, არ შეიძლება დარჩეს ქვეყნად, სადაც ყოველ წუთს და წამს გეების, ლესბოსელების, ტრანსგენდერებისა თუ სხვა სექსუალური ორიენტაციის ადამიანების პირად ცხოვრებას ირონიით განიხილავდნენ. მგონი, დრო მოვიდა, რომ უკრაინა გეების თანამეგობრობას შეუერთდეს. მე, შიშის გადალახვაში, მეგობრები და ახლობლები, დამეხმარნენ და მალევე, საზოგადოებას ჩემი ორიენტაციის შესახებ თამამად ვაუწყე. რამდენიმე წლის წინ, მე და ჩემმა პარტნიორმა ურთიერთობა ოფიციალურად დავარეგისტრირეთ. ბედნიერი ვარ, რომ აშშ-ის ხელისუფლებას გამბედაობა ეყო და სექსუალური უმცირესობის წარმომადგებლებს ოფიციალურად დაქორწინების ნება დართო. თავად რომის პაპამაც კი განაცხადა, რომ მათი ცხოვრების განსჯის უფლება მას არ აქვს. ასე რომ, თუ უკრაინის ხელისუფლება დემოკრატიულ ქვეყანას აშენებს, აქ საგანგაშო არაფერია. ვფიქრობ, გეი-თანამეგობრობას უკრაინაც უნდა შეუერთდეს,“ – განაცხადა ელტონ ჯონმა.