ელვის პრესლი კვლავ ჰიტ-აღლუმის ლიდერია [Video]
სიკვდილიდან თითქმის 40 წლის შემდეგ, ელვის პრესლი ბრიტანული UK album charts-ის ალბომებს კვლავ ლიდერობს. ეს უკვე მეთორმეტეჯერ ხდება.
ელვის პრესლის ჰიტების – If I Can Dream კლასიკური კოლექცია სამეფო ფილარმონიული ორკესტრის არანჟირებით იყო ჩაწერილი. 79 000 ასლის გაყიდვის შემდეგ, If I Can Dream-მა პირველი ადგილი დაიკავა.
ელვის პრესლის სახელით პრიზი მისმა ყოფილმა მეუღლემ – პრისცილა პრესლიმ მიიღო.
“ელვისს ამ ალბომის გამოცემა ყოველთვის უნდოდა. ის კმაყოფილი დარჩებოდა, რომ თაყვანისმცემლები ისევ ჰყავს და მათ კვლავინდებურად უყვართ”, – განაცხადა მომღერლის ქვრივმა.