ელვისებურ ჭადრაკში ფანცულაიამ იმარჯვა

ქართული გრან-პრის გათამაშება ელვისებურ ჭადრაკში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, ლევან ფანცულაიას გამარჯვებით დასრულდა. ფანცულაიამ ტურნირი დამარცხების გარეშე განვლო და 9-დან 8 ქულით დამაჯერებლად იმარჯვა.

ჩემპიონს 1.0 ქულით ჩამორჩნენ და II-III ადგილები გაინაწილეს: ლუკა პაიჭაძემ და ლელა ჯავახიშვილმა. ტურნირზე დაწესებული საპრიზო ფონდი შემდეგნაირად განაწილდა: I ადგილი – 250 ლარი, II ადგილი – 150 ლარი, III ადგილი – 100 ლარი.

მსგავსი პოსტები

Back to top button