მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ემანუელ მაკრონი და ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩინეთში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან. ევროპელი ლიდერები ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდებიან.
ლიდერები შეეცდებიან გადაარწმუნონ ჩინეთის ხელისუფლება, უარი თქვას რუსეთის უკრაინაში შეჭრის მხარდაჭერაზე და დაამყაროს უფრო მჭიდრო კავშირი მის მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებთან.
მედიის ცნობით, მოლაპარაკებების მთავარი მიზანი პეკინთან, როგორც ეკონომიკურ პარტნიორთან, ურთიერთობის გაუმჯობესებაა.
სააგენტო „ფრანს-პრესის“ თანახმად, თავის კოლეგა სი ძინპინთან მოლაპარაკების დროს, ემანუელ მაკრონი შეეცდება უკრაინის პოზიციების დაცვას და შესთავაზებს ჩინეთის ლიდერს „სხვაგვარ მიდგომას“, განსხვავებულს იმ პირდაპირი კონფრონტაციული ტონისგან, რომელიც ხშირად ისმის ვაშინგტონიდან.

მაკრონის ვიზიტის მიზანს წარმოადგენს ასევე ჩინეთისა და ევროპის სავაჭროს კავშირების შენარჩუნება და შემდგომი განმტკიცება და ასევე პარიზის ინტერესების დაცვა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, სადაც საფრანგეთი საკუთარ თავს ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ მიიჩნევს, ოკეანეში კუთვნილი მიწებისა და სამხედრო ყოფნის გათვალისწინებით.
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ემანუელ მაკრონი აპირებს, სი ძინპინს რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად ჩინეთის გავლენის გამოყენება სთხოვოს.

ლიდერები მოგვიანებით ჩინეთის პრემიერ-მინისტრსა და ინვესტორებსაც შეხვდებიან.

ემანუელ მაკრონი ჩინეთში 2019 წლის შემდეგ არ ყოფილა, ხოლო ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის ეს პირველი ვიზიტია ევროკომისიის პრეზიდენტის რანგში.

მსგავსი პოსტები

Back to top button