მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ემზარ კვიციანი პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ემზარ კვიციანი ხვალიდან პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.

გარდა ამისა, ის მოითხოვს, რომ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ქონება უსამართლოდ წაართვეს, უკან დაუბრუნონ. მისი თქმით, აშშ-ის საელჩოსთან წართმეული თავისუფლების დაბრუნების მოთხოვნით მიდის.

„ამასთან დაკავშირებით, მე ხვალიდან ბოიკოტს ვაცხადებ. აშშ-ის საელჩოსთან ადამიანებთან ერთად მივდივარ მოთხოვნით, რომ ზეწოლა მოახდინონ ხელისუფლებაზე ისე, როგორც ორი დამნაშავე, ოქრუაშვილი და უგულავა გამოაშვებინეს. დამნაშავე გამოუშვიო, რომ გვეუბნებიან, უდანაშაულოს რას გვერჩიან? ამიტომ ამერიკის საელჩოსთან მივდივარ მოთხოვნით: დაგვიბრუნეთ წართმეული თავისუფლება.” – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

ასევე, კვიციანი ითხოვს, არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო გახდეს.

„ეს არ არის ჩემი ახირება, ეს არის მოსახლეობის მოთხოვნა იმისთვის, რომ არ გაყალბდეს, ან გაყალბების რისკი შედარებით ნაკლები იყოს.” – განაცხადა დეპუტატმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button