ენ ჰეთეუეის ბიჭი შეეძინა [Photo]

ამერიკელმა მსახიობმა, ენ ჰეთეუეიმ ბიჭი გააჩინა. ბავშვს ჯონათან როუზბენქს შულმანი დაარქვეს, – გვაცნობებს E!Online.
გამოცემის ინფორმაციით, ახალშობილი ენ ჰეთეუეისა და მისი მეუღლის – საიუველირო დიზაინერ ადამ შულმანის პირველი შვილია. ბავშვი ლოს-ანჯელესში 24 მარტს დაიბადა, მაგრამ მშობლები ამ სასიხარულო ამბავს დღემდე მალავდნენ.
როგორც მსახიობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მასმედიას აცნობა, დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს. ენი და ადამი ძალიან ბედნიერები არიან, რომ ვაჟი შეეძინათ.
ენ ჟაკლინ ჰეთეუეი (Anne Hathaway; დ. 12 ნოემბერი, 1982), ცნობილია, როგორც ენ ჰეთეუეი — ამერიკელი მსახიობი. მისი დებიუტი 1999 წლის ტელესერიალში „გახდი ნამდვილი“ შედგა, თუმცა იგი ცნობილი გახდა დისნეის საოჯახო კომედიიდან “პრინცესას დღიურები” (2001).
მან 2008 წელს ფილმში “რეიჩელი ქორწინდება” მონაწილეობა მიიღო, რისთვისაც საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში ოსკარზე იყო ნომინირებული. 2012 წელს კრისტოფერ ნოლანის ფილმში “ბნელი რაინდი: აღზევება” ითამაშა, ასევე ტომ ჰუპერის ფილმში “საბრალონი”, სადაც ფანტინის როლი განასახიერა; ამ უკანასკნელისათვის ოსკარის 85-ე დაჯილდოებაზე, ნომინაციაში – საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში, “ოსკარი” მიიღო.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”32938″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]