ენდი მარეიმ ფილანში იმარჯვა
29 წლის შოტლანდიელმა ენდი მარეიმ ვენის ტურნირის ფინალში ჟო–ვილფრიდ ცონგას 6:3, 7:6 (8:6) სძლია და მიჯრით მესამე ტურნირი მოიგო. მარეისა და ცონგას ფინალი საათსა და 50 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ენდიმ 5 ეისი, 2 ბრეიკი განახორციელა და ჟო–ვილფრიდთან უერთიერთშეხვედრების ანგარიში 14:2 გახადა. მარეიმ საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში 42 ტურნირი მოიგო. ვენაში გამარჯვებით კი 500 სარეიტინგო ქულა და 428 800 დოლარიც მიიღო.