“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტებისთვის ტარიფი გაიზარდა

“ენერგო-პრო ჯორჯიას” მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 3,9 თეთრით გაძვირდა – ამ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

შესაბამისი გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიიღო.

“ენერგო-პრო ჯორჯია” ტარიფის ზრდას 4,8 თეთრით ითხოვდა, თუმცა კომისიამ ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა.

როგორც “ენერგო პრო ჯორჯიას” გენერალური დირექტორის მოადგილემ მიხეილ ბოცვაძემ განაცხადა, კომპანიისა და სემეკის პროგნოზები ერთმანეთისგან განსხვავდება და “ენერგო პრო ჯორჯია” იძულებული გახდება რამდენიმე თვეში კვლავ შემიტანოს განაცხადი ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით.

სემეკის მიერ დღეს დადგენილი ტარიფი კი მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან 31 დეკემბრამდე ჩათვლით პერიოდში იმოქმედებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button