ჩოხატაურში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომელს დენმა დაარტყა. ის ამ დროისთვის ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრ „მედალფაშია“ გადაყვანილი და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
„სტაბილურად მძიმეა მისი მდგომარეობა. გულის გაჩერებით იქნა შემოყვანილი, სამედიცინო ჩარევის შედეგად აღდგა გულის მუშაობა. ახლა იმყოფება რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე.” – განუცხადა გურია ნიუსს ჩოხატურის სამედიცინო ცენტრ „მედალფას“ დირექტორმა ანტონ ხუნდაძემ.
როგორც “ენერგო-პროში” აცხადებენ, მსგავსი შემთხვევა 2 წელია არ მომხდარა. ამ შემთხვევის დეტალებს კი, გამოძიება დაადგენს.
„ჩოხატაურის მომსახურების ცენტრის ოსტატი ილია მდინარაძე ერთ-ერთ სატრანსფორმატორო პუნქტზე ასრულებდა თავის მოვალეობას, როდესაც მოხდა შემთხვევა. ზუსტად რატომ და რა მოხდა, დაადგენს გამოძიება, რომელიც უკვე მიმდინარეობს.
“ილია მდინარაძე არის საკმაოდ გამოცდილი კადრი, იგი 13 წელია ჩვენთან მუშაობს, ის სარგებლობს დაზღვევით. შეაბამისად, მისი მკურნალობა იქნება ანაზღაურებული, თუმცა კომპანიის წარმომადგენლები ხაზზე არიან ოჯახთან და თუ რაიმე დახმარება დასჭირდება, კომპანია მზად იქნება.
“თითქმის 2 წელია კომპანიაში მსგავსი შემთხვევა არ მომხდარა.” – აცხადებენ “ენერგო-პრო ჯორჯიაში”.